Metallica და საკულტო ჯგუფის The Velvet Underground ის ლიდერი ლი რიდი ერთად წერენ ალბომს რომელიც უდაოდ ძალიან კარგი უნდა გამოვიდეს. ერთობლივი ალბომის იდეა რამდენიმე წლის წინ დაიბადა, მაშინ როცა მეტალიკა როკ–ნ–როლის დიდების დარბაზში გრანდიოზულ კონცერტს მართავდა, მას შემდეგ ისინი დიდხანს ფიქრობდნენ ალბომის კონცეფციაზე და ბოლოს გადაწყვიტეს სტუდიაში შესვლა, რაცგააკეთეს კიდეც და უკვე დღეს 10 ტრეკი მზად არის და ელოდება დღის სინათლეს.
ჯერ–ჯერობით უცნობია ალბომის სახელი და გამოსვლის ზუსტი თარიღი.