ეს კომპოზიცია, რომელიც რვა წუთს გრძელდება, შედგება რამდენიმე ნაწილისგან. იგი იწყება აკუსტიკურ გიტარაზე ნელი დაკვრით, რომელიც ხალხური მუსიკის ელემენტებს შეიცავს. სიმღერის განვითარებასთან ერთად იგი მძიმე, უფრო ჰარდ როკისათვის დამახასიათებელ ჟღერადობას იძენს, ინსტრუმენტული იმპროვიზაციის თანხლებით.
ბევრ მსმენელს დღემდე მიაჩნია, რომ სიმღერას უკუღმა დატრიალებისას და ასეთი სახით მისი მოსმენისას, მასში შესაძლოა სატანის შესახებ დაფარული გზავნილების აღმოჩენა. ამან თავის დროზე დიდი, მაგრამ უშედეგო სკანდალი ააგორა.
სიმღერამ VH1-ის 2000 წლის გამოკითხვაში ყველა დროის 100 უდიდესი როკ-სიმღერა #1 ადგილი დაიკავა. 1970-იან წლებში ეს იყო ყველაზე მოთხოვნადი სიმღერა ამერიკულ FM რადიოსადგურებში. (wikipedia)